კრისტალი
ლიცენზირებული მიკრობანკი, რომელიც 1998 წლიდან ემსახურება მიკრო და მცირე მეწარმეებს, ფერმერებსა და ოჯახებს საქართველოს რეგიონებში.
ეწვიეთ კრისტალსინვესტიციები · მმართველობა · ტექნოლოგიები
ლოტუსი აერთიანებს სამეწარმეო ხედვას, გრძელვადიან კაპიტალსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს, რათა ხელი შეუწყოს ინკლუზიური ფინანსების განვითარებას საქართველოსა და მთელ რეგიონში.
ჩვენი მიზანი
გვჯერა, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუტები აუცილებელია მეწარმეობრივი შესაძლებლობების, რეგიონული განვითარებისა და ჯანსაღი კონკურენციისთვის.
ვინ ვართ
Lotus Impact Finance არის ქართული საინვესტიციო, მმართველობითი და ტექნოლოგიური პლატფორმა, რომლის მიზანია ძლიერი, დამოუკიდებელი და მომხმარებელზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტების შექმნა და განვითარება.
Lotus ეყრდნობა ფინანსური ინკლუზიის, მეწარმეობისა და ინსტიტუციური განვითარების 28 წელზე მეტ გამოცდილებას.
ჩვენი საინვესტიციო ფილოსოფია ეფუძნება რწმენას, რომ ფინანსური ინსტიტუტები ხანგრძლივ ღირებულებას მაშინ ქმნიან, როდესაც აერთიანებენ პროფესიულ მმართველობას, პასუხისმგებლიან ზრდას, ინოვაციასა და იმ საზოგადოებისადმი გულწრფელ დამოკიდებულებას, რომელსაც ემსახურებიან.
ჩვენი ხედვა
გვჯერა, რომ ფინანსურ მომსახურებაში ჯანსაღი კონკურენცია და მრავალფეროვნება საქართველოს ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა.
ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ინსტიტუტებს, რომლებიც აფართოებენ შესაძლებლობებს მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის, ოჯახებისა და საფინანსო მომსახურების მიღმა დარჩენილი თემებისთვის — განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში.
ჩვენი ფესვები
Lotus-ის საინვესტიციო ფილოსოფია კრისტალის უნიკალური ისტორიიდან იღებს სათავეს.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების მიერ ქუთაისში დაარსებული კრისტალი სათემო ინიციატივიდან საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტად, საბოლოოდ კი ლიცენზირებულ მიკრობანკად იქცა.
ამ გზამ აჩვენა, რომ მკაფიო სოციალური მისია, მეწარმეობრივი დისციპლინა და მომხმარებელზე ორიენტაცია ერთდროულად ქმნის ხანგრძლივ ზეგავლენასა და მდგრად ფინანსურ ბიზნესს.
დღეს Lotus აერთიანებს კრისტალის პირველი დამფუძნებლების გამოცდილებასა და ერთგულებას ახალი, თანამოაზრე ინვესტორების შესაძლებლობებსა და ხედვასთან.
ჩვენი ვალდებულებაა, მხარი დავუჭიროთ კრისტალის დამოუკიდებელ განვითარებას, შევინარჩუნოთ მისი თავდაპირველი ღირებულებები და შევქმნათ პირობები ზრდის შემდეგი ეტაპისთვის.
ჩვენი პორტფელი
კრისტალის გამოცდილებაზე დაყრდნობით, მხარს ვუჭერთ ინკლუზიური ფინანსური ინსტიტუტების სტრატეგიულ და ინსტიტუციურ განვითარებას საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში.
ლიცენზირებული მიკრობანკი, რომელიც 1998 წლიდან ემსახურება მიკრო და მცირე მეწარმეებს, ფერმერებსა და ოჯახებს საქართველოს რეგიონებში.
ეწვიეთ კრისტალსმიკროსაფინანსო ინსტიტუტი, რომლის სტრატეგიულ და ინსტიტუციურ მოდერნიზაციას Lotus ხელმძღვანელობდა — ჩვენი პირველი ნაბიჯი საქართველოს ფარგლებს გარეთ.
გაიგეთ მეტისტრატეგიული პრიორიტეტები
პროფესიულად მართული ინსტიტუტების მხარდაჭერა, რომლებსაც აქვთ გამორჩეული მისია, რისკების ძლიერი მართვა და მდგრადი ბიზნესმოდელი.
შესაძლებლობების გაფართოება მიკრო და მცირე ბიზნესებისთვის, ფერმერებისა და შინამეურნეობებისთვის მთელ საქართველოში, განსაკუთრებით დიდი ქალაქების გარეთ.
საფინანსო გადაწყვეტების შემუშავება, რომლებიც აკავშირებს სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლებს, გადამამუშავებლებს, დისტრიბუტორებსა და სასურსათო ეკონომიკის სხვა მონაწილეებს.
ციფრული ტექნოლოგიების, მონაცემთა მეცნიერებისა და თანამედროვე საოპერაციო მოდელების გამოყენება ხელმისაწვდომობის, მომხმარებლის გამოცდილებისა და ინსტიტუციური ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.
ქართულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ინკლუზიური ფინანსური ინოვაციების შესაძლებლობების ათვისება მეზობელ ბაზრებზე.
გრძელვადიანი კაპიტალი, პროფესიული მმართველობა და ტექნოლოგიები — ერთად.
დაგვიკავშირდითჩვენი ვალდებულება
ნდობა მომხმარებლებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის.
ნდობა თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის.
ნდობა აქციონერებს, კრედიტორებს, მარეგულირებლებსა და იმ საზოგადოებას შორის, რომელსაც ისინი ემსახურებიან.
Lotus ერთგულია პროფესიონალიზმის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლიანი მართვისა და გრძელვადიანი ხედვის.
ჩვენი მიზანი მხოლოდ ფინანსურ ინსტიტუტებში ინვესტირება არ არის — გვსურს, დავეხმაროთ მათ, გახდნენ უფრო ძლიერი, ინოვაციური და ღირებული იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც ემსახურებიან.